LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ქვეყანა ვეღარ უძლებს! შეთანხმება უნდა შედგეს! – ნინო ლომჯარია

87
FORTUNA.GE- (1)

“ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!” – სახალხო დამცველი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მიმართვას ავრცელებს და როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

ნინო ლომჯარია მიმართვაში აღნიშნავს, რომ საზოგადოება ორივე პოლიტიკური მხარის გადაწყვეტილებას ელოდება:

“შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!” – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკებების ეფექტიანი წარმართვისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქვეყანაში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მედიატორად დანიშნა.

კრისტიან დანიელსონი თბილისში იმყოფება

დანიელოსნი ამ დროის განმავლობაში შეხვდა როგორც პრეზიდენტს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციას.

დღესვე, ცნობილი ხდება, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღე დარჩება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

magti 5g