ცოტნე გამსახურდია მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ პირების აქციასა და ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციას ეხმაურება.
“ეს ამდენი პატრიოტი გრუზინი რომ ამ ლგბტ-ებს დასდევს ჩოხიან-ომახიანად, რეჟიმის დროს პროტესტისას სად იყვნენ, ხომ არ იცით? სად იყვნენ შემდეგ, საყდრისში, სვანეთში, თბილისის ბიძინეს მიერ დამახინჯების გაპროტესტებისას? სად იყვნენ ატოცში, ამას წინათ – გარეჯში, და სხვა უამრავ ადგილას, სადაც ქვეყანას უჭირდა?
ოღონდ ახლა არ მინდა თითო-ოროლა წამოძახილი, მე ვიყავი იქ, მე არ ვიყავიო. თითო კაცის არც ყოფნა ყოფილა შესამჩნევი იქ და არც არყოფნა. ფაქტია, რომ მათი რაიმე მასშტაბური და ხმაურიანი მონაწილეობა ეროვნულ-საზოგადოებრივ საკითხებზე არ გვინახავს . ალბათ ვიღაცების ტრაკი უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა”- წერს ცოტნე გამსახურდია
აქცია და კონტრაქცია უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ფონზე ლგბტ აქტივისტები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებას თხოვენ და ამბობს, რომ დაშლას არ აპირებენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერ დაიძაბა. სულ დაკავებულია კონტრაქციის რვა მონაწილე.