LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„American Idol-ის მომდევნო ტურში ნუცა 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად იბრძოლებს! – ხმის მიცემა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია!“ – ზაზა ბანძელაძე წერს, როგორ უნდა მოხდეს ნუცასთვის ხმის მიცემა

2084
Untitled design

ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ზაზა ბანძელაძე Facebook-ზე წერს, რომ American Idol-ის მომდევნო ტურში, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, ნუცას შანსი აქვს 12 ფინალისტს შორის მოხვდეს, რისთვისაც საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

როგორც ბანძელაძე წერს, ხმის მიცემა საქართველოს დროით 24 აპრილის დილის 04:00 საათზე დაიწყება და 24 აპრილის 14:00 საათზე დასრულდება.

პოსტში განმარტებულია ყველა დეტალი, თუ როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა 3 სხვადასხვა გზით და აქვე წერს, რომ ხმის მიცემის ფანჯრის დახურვამდე, უნდა შევამოწმოთ დავაჭირეთ თუ არა ღილაკს , „შენახვა“.

„გაინტერესებთ, მივიღე თუ არა საკმარისი ხმა Top20-ში მოსახვედრად?” – რას წერს ნუცა ბუზალაძე

„ნუცა American Idol-ის მომდევნო ტურში იბრძოლებს სხვა კონკურსანტებთან ერთად 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად !!!ამიტომ ხმის მიცემა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია! ხმის მიცემა ამჯერადაც 10 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი !
? რა დროს უნდა მოხდეს ნუცასთვის ხმის მიცემა ?
მომდევნო ტურის ტელეტრანსლაცია დაიწყება ნიუ-იორკის დროით კვირას, 23 აპრილს 20:00 საათზე (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის დილის 6:00 საათამდე), ლოს-ანჯელესის დროით დაიწყება კვირას, 23 აპრილის 17:00 – საათზე (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის ღამის 3:00 საათამდე) და თბილისის დროით დაიწყება ორშაბათს, 24 აპრილს დილის 4:00 (და ხმის მიცემა გაგრძელდება 24 აპრილის დღის 14:00 საათამდე)
? რა გზით შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?
ხმის მისაცემად არსებობს 3 გზა:
1️⃣ ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/
2️⃣ ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით American Idol app
? აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815
? აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details…
3️⃣ ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით – ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს 21523-ზე.
? რამდენი ხმის მიცემა შეუძლია თითო გულშემატკივარს ნუცასთვის ყოველ ტურში?
თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთ მითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.
?მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/
?მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით American Idol app
? აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815
? აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details…
?მაქსიმუმ 10 ხმა – სმს-ების საშუალებით, ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს ნომერზე 21523
ყოველ ჯერზე, როდესაც ნუცას მისცემთ ხოლმე თქვენს ხმებს, ხმის მიცემის ფანჯრის დახურვამდე უბრალოდ დარწმუნდით, რომ დააჭირეთ ღილაკს “შენახვა”.
❗️ქუდზე კაცის პრინციპით, ღმერთი ჩვენსკენ ✊??❤️“, – წერია გავრცელებულ პოსტში.

 

ნუცა American Idol-ის მომდევნი ტურში იბრძოლებს სხვა კონკურსანტებთან ერთად 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად !!!ამიტომ ხმის…Posted by Say Babu on Thursday, 20 April 2023

 

ნუცა ბუზალაძე: „მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ხმებისთვის, რომელსაც გამომიგზავნით!“

„ვითხოვ ყველა თქვენგანის ყურადღებას, არ მინდა ნუცა დაიჩაგროს – წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცეს…“ – ზაზა შენგელია წერს, რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ სცენაზე ცეცხლი დაანთო: გაოგნებული ჟიური და დარბაზი, რომელიც ქართველმა მომღერალმა აიყოლია – ნუცას მორიგი გამოსვლა American Idol-ში

ვიდეო: ახალი კადრები ჰოლივუდიდან – ნუცა ბუზალაძე ANOUKI-ს ბრჭყვიალა სამოსით და American Idol-ის მონაწილეების მხიარულება მორიგ ტურამდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები