მომღერალ ნუცა ბუზალაძის მიმართ ინტერესი არ წყდება. ნუცა ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს და დაწყების დღიდან წარმატებით ასპარეზობს, რაც მისი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არც ყოფილა.
აღსანიშნავია ისიც რომ ნუცამ არამხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ჟიურის და ამერიკელების გულიც მოიგო.
წინა ტურში, ნუცა ბუზალაძემ ცნობილი ჰიტის Paris (Ooh La La) ცეცხლოვანი შესრულებით, ლეგენდარული მუსიკოსის, ლაიონელ რიჩის აღფრთოვანებაც შეძლო, ხოლო კეტი პერიმ ქართველ მომღერალს ზედმეტი ბრჭყვიალა სამოსის მოშორება და სიმღერაზე კონცენტრირება სთხოვა.
ნუცა ბუზალაძისთვის შენიშვნის მიცემა კეტი პერის დარბაზმა არ აპატია - ვარსკვლავმა ნუცას გამო უარყოფითი შეძახილები დაიმსახურა
ნუცას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ კეტი პერიმ მას სთხოვა, მოიშოროს ზედმეტი ბრჭყვიალა სამოსი და სიმღერაზე კონცენტრირდეს.
აღსანიშნავია, რომ კეტი პერის შენიშვნის შემდეგ, დარბაზმა მხარი ნუცა ბუზალაძეს დაუჭირა და ჟიურის წევრმა უარყოფითი შეძახილები დაიმსახურა.
გაითვალისწინებს თუ არა ნუცა კეტი პერის თხოვნას ჯერ უცნობია, თუმცა მომღერალი ჰოლივუდიდან, სადაც American Idol-ის მომდევნო „ლაივი“ უნდა გაიმართოს, ახალ კადრებს გვიზიარებს.
აღსანიშნავია, რომ ნუცა ბუზალაძე, რომელიც უკვე ერთი თვეა ამერიკას იპყრობს, დიდ სცენაზე ქართველი დიზაინერების სამოსით გამოდის. ახალ კადრებში ნუცა ანუკი არეშიძის ბრენდის „ ANOUKI“- ის ბრჭყვიალა სამოსით არის წარმოდგენილი.