LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი მაცივარი აჩუქა

909
daviti

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნეიროიმუნოლოგმა დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად –86 გრადუსზე მომუშავე მაცივარი საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნასთან” თავად დავით მრელაშვილმა დაადასტურა.

“მაცივარი უკვე ადგილზეა. ის 529 ლიტრის ტევადობისაა, რაც სრულად აკმაყოფილებს კახეთისთვის “ფაიზერის” ვაქცინის ტევადობას”. – განუცხადა “ფორტუნას” დავით მრელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა უნდა მიიღოს. კითხვაზე რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინაციის დაწყება – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი საპასუხოდ ამბობს, რომ ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, შედეგებზე პასუხიმგებლობის საკითხი იყო, რაც უკვე მოგვარებულია.

ამავე თემაზე:

Novavax-თან წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე მიღწეულია: თენგიზ ცერცვაძე

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ: პაატა იმნაძე

ვაქცინაციის თემა სენსიტიურია ყველგან, ამიტომაც მარტივია მისით მანიპულირება და ხალხის კიდევ უფრო დაპირისპირება: მამუკა მაჩაიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g