LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები უპილოტო ავტომობილებს დიდი სიხარულით არ ხვდებიან

car

უპილოტო ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიაWaymo–მ გადაწყვიტა, რომ თავისი მოდელები არიზონას შტატში გამოეცადა რაც არც თუ ისე კარგი იდეა აღმოჩნდა. ადგილობრივები სიახლემ ძალიან გააღიზიანა და მათი აგრესიის მსხვერპლი უპილოტოების ოპერატორები გახდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, პირველი ტესტ –დრაივები ქალაქ ჩანდლერში გაიმართა და პოლიციამ სულ რამდენიმე კვირაში 20–ზე მეტი კონფლიქტი გაანეიტრალა. დაძაბული შემთხვევების რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტი იყო და მათ მოგვარებას კომპანიის დისპეჩერები სამართალდამცავების ჩარევის გარეშე ცდილობდნენ.

როგორც ამერიკელები აცხადებენ, უპილოტოებს მას შემდეგ ვერ იტანენ, რაც Uber–ის საცდელი მოდელი ქალს დაეჯახა. სწორედ ამიტომ, ავტონომიური მანქანები საფრთხეებთან ასოცირდება და სადაც მათ დაინახავენ ქვას ესვრიან, საბურავებს აზიანებენ და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g