2022 წლის ბოლოს ელექტროქარების მფლობელები უფრო მეტ ფულს ხარჯავდნენ, ვიდრე საწვავზე მომუშავე მანქანების მეპატრონეები. ასეთი დასკვნა ანალიტიკოსებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ის სატრანსპორტო საშუალებები შეისწავლეს, რომელიც წელიწადში 19 312 კილომეტრს გადის. საქმე ისაა, რომ ბენზინის ფასი შემცირდა, ხოლო ელექტროენერგიის ღირებულება პირიქით გაიზარდა.
2022 წლის ბოლოს 161 კილომეტრის გავლა ბენზინის ძრავიან ავტომობილს 2 დოლარზე ნაკლები უჯდებოდა. ხოლო რაც შეეხება ელექტროქარის ხარჯს – მაჩვენებელი 3 დოლარით მეტია.
ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ელექტროქართა უმრავლესობა ამერიკელებისთვის ისევ ძალიან ძვირია. მთავარი ასორტიმენტი 50 ათას დოლარზე ძვირი ღირს, რასაც ამერიკელთა 52% მთავარ შემაკავებელ ფაქტორად ასახელებს. გამოკითხულთა უმრავლესობა, 62% თავის შემდეგ ავტომობილად ისევ შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილს ხედავს.