LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი სამხედროების ევაკუაცია დასრულებულია – 20 წლის შემდეგ, აშშ-მ ავღანეთი სრულად დატოვა

47
Capture

ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების ევაკუაცია დასრულებულია – შეერთებულმა შტატებმა 20 წლის შემდეგ ქვეყანა სრულად დატოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო 17 დღეში ამერიკელებმა ავღანეთიდან 120 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

”ბოლო 17 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა განახორციელეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია და გამოიყვანეს 120 000-ზე მეტი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები, ასევე შეერთებული შტატების ავღანელი მოკავშირეები”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკული ჯარის გასვლა იზეიმეს თალიბანის მებრძოლებმა. თალიბანის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ავღანეთმა სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

“ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა”, – აღნიშნა „თალიბანის“ პრესსპიკერმა ყარი იუსუფმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები