LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამერიკელი სენატორების ვიზიტი არის გზავნილი – შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები შედარებით დათბეს” – რა მიზნით ესტუმრნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები

80
ნიკა ჩიტაძე

ევროკავშირის დელეგაციის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ამერიკელი სენატორები სტუმრობენ.

რა შანსი აქვს საქართველოს შანსი ნატოსა და  ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მაშინ როდესაც გარკვეულწილად მოვისმინეთ მინიშნება, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არ არის. თემაზე პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთა ვიზიტი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, თუ რის ფონზე ხდება ეს ყველაფერი. იმ ფონზე, როდესაც არსებობს კითხვები, ხომ არ შედგა გარკვეული გარიგება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.

რაში მდგომარეობს ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, არ არიან მიწვეული საქართველოსა და უკრაინის დელეგაციები. ამერიკა უარს აცხადებს შემოიღოს სანქციები იმ კომპანიების, რომლებიც მონაწილეობენ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი  2“-ის მშენებლობაში, რომელიც ითვალისწინებს რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით 55 მილიარდი კუბური  მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას.

სენატორებს ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია, ამნისტიის კანონი დამტკიცდება ძალიან მალე: ირაკლი კობახიძე

ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ იყო ვაჭრობა რუსეთსა და აშშ- შორის. თუ რუსეთი გაიყვანდა ჯარს უკრაინის სიახლოვიდან და არ განახორციელებდა შეტევას უკრაინაზე, სამაგიეროდ დასავლეთიც რაღაც დათმობებზე უნდა წასულიყო.

მე მაინც მიმჩნია, რომ ამერიკელი სენატორების ვიზიტი არის გზავნილი.  შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის შედარებით დათბეს ურთიერთობები (მიმდინარე წლის ივლისში, შვეიცარიაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაა დაგეგმილი), მიუხედავად ამისა, ამერიკას გააჩნია თავისი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული გეგმა საქართველოს მიმართ.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სენატორების ვიზიტის მიზანია, საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდეს. ჩემი აზრით, ალბათ, იქნება მოლაპარაკებები სახელისუფლებო პარტიასთან და სენატორები მუწოდებენ სახელმწიფოს, რომ მან გადადგას კონრეტული ნაბიჯები საქართველოში სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ საუბრები იქნება ოპოზიციასთან და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით, რომ ისინი უნდა შეუერთდნენ მიშელის დოკუმენტს, ამიტომაც მგონია, რომ სენატორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია“. – ამბობს ნიკა ჩიტაძე „ფორტუნასთან“.

ექსპერტის თქმით, რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა დავინახოთ, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„ბუნებრივია მარინა კალიურანდის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით საქართველო  ევროკავშირიდან შორს არის, სამწუხარო რეალობაა. 2002 წელს ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველომ პირველად გააკეთა განაცხადი,  რომ პრიორიტეტია ნატოს წევრობა, მაგრამ ამ დრომდე ნატოს წევრობა კი არა, მაპიც არ მიგვიღია.

2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებით პასუხს არ მიიღებს, სჯობს მოლოდინების შემცირება: ევროპარლამენტარი

ევროკავშირს რაც შეეხება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მშპ 4500 დოლარია ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მშპ სამჯერ ჩამორჩება ევროკავშირის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს.

ჯერჯერობით ვერ ვაკმაყოფილებთ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მოთხოვნებს. საქართველო არის ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა ფრიდონ ჰაუსის მონაცემებით.  რეალისტები უნდა ვიყოთ,  კი ბატონო, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სურს, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის სტანდარტებს, მაგრამ დღეს რეალობა ცოტა განსხვავებულია“. – აცხადებს ნიკა ჩიტაძე „კვირის თემაში” ნინი ხუგაშვილთან საუბრისას.

სენატორებმა მკითხეს, თუ რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში – ნომერ პირველი პრობლემა არის შიმშილი: გიორგი ვაშაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g