LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა აღმოაჩინა, რომ 18 წელი მეზობლის კომუნალურებს იხდიდა

112
for-web-pge-wrong-billing

ამერიკელმა კაცმა აღმოაჩინა, რომ 18 წლის განმავლობაში მეზობლის ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა, თანაც ისე რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ამის შესახებ CBS News წერს.

დაზარალებულს საცხოვრებელი ადგილი 2006 წლის შემდეგ არ შეუცვლია, თუმცა ბოლო დროს აღმოაჩინა რომ ელექტროენერგიის გადასახადი ძალიან იყო გაზრდილი. მეტი ეკონომიისთვის, მან მაქსიმალურად დაზოგვა დაიწყო და ელექტროენერგიის მოხმარების გასაზომად დანადგარიც შეიძინა.

სიტუაცია არც ამის შემდეგ შეცვლილა, ამიტომ ამერიკელმა დასახმარებლად კომპანიას მიმართა. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა კი აღმოაჩინეს, რომ კაცი სინამდვილეში მეზობლის ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა. მეზობლების მრიცხველები არასწორად იყო შეერთებული და ისინი ერთმანეთის გადასახადებს იხდიდნენ, თანაც 18 წლის განმავლობაში.

შეცდომა თავად ელექტროენერგიის მომწოდებელმა დაუშვა, ამიტომ კომპენსაციების გადახდაც მასვე მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები