LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა თინეიჯერებმა 4 ავტომობილი გაიტაცეს

794

სამმა ამერიკელმა თინეიჯერმა სადილერო ცენტრიდან ორი Dodge Charger-ი და ორი Challenger-ი გაიტაცა. აღსანიშნავია, რომ მოდელები აღჭურვილი იყო 717 სიმძლავრის გამწევით – Hellcat. 16, 17 და 19 წლის თინეიჯერებმა გატაცებული ავტომობილებიდან 2 დაამტვრიეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია Fox 2 Now ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ღამით, სადილერო ცენტრის ერთ-ერთი თანაშრომელი შენობის ვიტრინასთან შემთხვევით მოხვდა. მან რამდენიმე ავტომობილის ფარები შენიშნა, რომელიც ანთებული იყო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დამნაშავეებმა ავტომობილები მათში განთავსებული აგრეგატების გამო დაამტვრიეს. როგორც ჩანს, თინეიჯერებმა სწორად ვერ შეაფასეს ავტომობილის სიმძლავრე და მისი შესაძლებლობები. 2 მოდელი ძლიერ დაიმტვრა. მათი რესტავრაცია ფაქტიურად შეუძლებელია, ხოლო 1 Challenger-ი სრულიად უვნებელი დააბრუნეს პირვანდელ ლოკაციაზე. მსხვერპლი არ ყოფილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები