LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის პირველი და მეორე ლედი –  მელანია ტრამპისა და უშა ვანსის სტილი ოფიციალურ ვიზიტზე

108
ამერიკის პირველი და მეორე ლედი -  მელანია ტრამპისა და უშა ვანსის სტილი ოფიციალურ ვიზიტზე

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი და მეორე ლედი ერთობლივ სამუშაო ვიზიტს იწყებენ. ისინი ჩრდილოეთ კაროლინას სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახებს ეწვივნენ. მელანია ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ რიჩლენდსში, აეროპორტში გადაიღეს. მას თან ახლდა უშა ვენსი – ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე. ეს მათი პირველი ერთობლივი სამუშაო ვიზიტი იყო.

მელანიამ და უშამ აღმოსავლეთ სანაპიროზე საზღვაო ქვეითთა ​​​​კორპუსის უდიდეს ბაზაზე, კემპ ლეჟენში, სამხედრო მოსამსახურეები და ამავე ტერიტორიაზე მდებარე საზღვაო ქვეითთა ​​​​კორპუსის საჰაერო ბაზა „ნიუ რივერი“ მოინახულეს.

ქალები ასევე შეუერთდნენ სტუდენტურ კლასებს, სადაც სხვადასხვა პროექტზე მუშაობდნენ.

ამ მოგზაურობისთვის მელანიამ კომფორტული და ელეგანტური ლუქი აირჩია. მას ყავისფერი პიჯაკი ეცვა, სვიტერთან და შარვალთან ერთად.

ტრამპმა თავისი ჩაცმულობა ყავისფერი ზამშის ჩექმებით დაასრულა. რაც შეეხება უშა ვანსს, ის ბორდოსფერ კლასიკურ კაბაში იყო გამოწყობილი.

მელანია ტრამპი დაჯილდოებაზე „კაროლინა ჰერერას“ კლასიკურ შავ კაბაში ბრწყინავდა

უშა ვანსმა დელიში ვიზიტისას ინდოელი დიზაინერის წითელი კაბა შეარჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g