აშშ-ში, კალიფორნიაში გაიხსნა რესტორანი BurgerBots, სადაც მზარეულებთან ერთად რობოტები არიან დასაქმებული. სიახლის შესახებ ABB წერს.
ბურგერის დასამზადებლად რობოტებს არც მეტი არც ნაკლები ზუსტად 27 წამი სჭირდებათ. ზოგადად ისინი ასობით სხვადასხვა კერძს ამზადებენ და ყოველ ჯერზე ერთნაირი სიზუსტესა და გემოს იღებენ. რესტორანში რობოტებთან ერთად ადამიანებიც მუშაობენ, თუმცა რუტინული საქმიანობა მთლიანად რკინის კოლეგებს გადააბარეს.
როგორც რობოტების მწარმოებელი კომპანიის ABB Robotics-ის პრეზიდენტმა განაცხადა, თანამედროვე ტექნოლოგიამ სარესტორნო ბიზნესი კიდევ უფრო ხარისხიანი და სტაბილური გახადა. რობოტები პერსონალს რუტინული ამოცანებისგან ათავისუფლებენ და საშუალებას აძლევენ სტუმრებისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებების შექმნას მოახმარონ მეტი დრო და ენერგია.