LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ბაზრისთვის ქართული ღვინის ბრენდი შეიქმნა, რომელზეც New York Times წერს

87
127630005-3215431665229868-7118734620408466462-n

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის Lost Eden-ის პროდუქცია აშშის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა The New York Times-ი სტატიას აქვეყნებს.

„დაკარგული ედემი“ ქართული წარმოების ღვინოა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი კომპანია „გლობალ ბრენდის“ პროდუქტია. საინვესტიციო პროექტის მიზანი, სპეციალურად აშშის კონკურენტულ ბაზარზე მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შექმნა და მისი ამ მასშტაბურ ბაზარზე დასამკვდრელად საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაოს ფინანსური ხელშეწყობაა. ღვინის დასახელებაზე, გემოზე, შეფუთვაზე, მარკეტინგულ აქტივებსა და წარმატებული ბრენდისათვის საჭირო სხვა ატრიბუტიკაზე ქართული კომპანია აშშ-ის წამყვან მარკეტინგულ და კვლევით კომპანიებთან ერთად მუშაობდა. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, მათ შორის, აშშ-ის ღვინის ბაზრის კვლევა, მიზნობრივი ადგილობრივი მომხმარებლების, ღვინის მსხვილი დისტრიბუტორებისა და გაყიდვის პუნქტების დეტალური შესაწავლა.

„საქართველო ღვინის სამშობლოა და იქ ღვინის წარმოების ტრადიცია 8000 წელს ითვლის. ღვინის გემოების ნაზავში საფერავი დომინირებს, ის მუქი შეფერილობისაა და მიწისეულია, დაჰკრავს ველური კენკრის არომატიც. დაძველელებულია ქართულ ქვევრში, ერთგვარ თიხის ამფორაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი,“ –  წერს „The New York Times“-ი.

ცნობისთვის, Lost Eden- ამერიკულ ბაზარზე თავდაპირველად ონლაინ გაიყიდება. ის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და რელიეფური შეფუთვით გამოირჩევა, რომელზეც ვაზის ორნამენტებია დატანილი და ქართული ღვინის  ისტორიულ წარსულს უსვამს ხაზს. ღვინო ქართულ ქვევრშია დაძველებული, რაც აშშ-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g