LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ExxonMobil საქართველოში ნახშირწყალბადების რესურსებს შეისწავლის

96

ამერიკული ნავთობკომპანია „ექსონმობილი“ საქართველოში გეოლოგიურ შესწავლას იწყებს. სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ექსონმობილს“ შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრო.

ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას განახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების  შესწავლის დასრულების შედეგად, „ექსონმობილი“ მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც  სახელმწიფოს გადასცემს.

კომპანიის წარმომადგენლის, ჯონათან უილსონის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით და იმის შესაძლებლობით, რომ გამოიყენონ გამოცდილება საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შესასწავლად.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია  მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „ექსონმობილთან“ თანამშრომლობა. „ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად „ექსონმობილი“ მოამზადებს  და სააგენტოს გადასცემს ანგარიშს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის თაობაზე. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენამდე“, – აღნიშნა ტატიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g