LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული კომპანია ეძებს მოხალისეებს, რომლებსაც ძილში ფულს გადაუხდის

198
sleepnews

ამერიკული კომპანია Eachnight, რომელიც ახალ კვლევას ატარებს, მონაწილეებს იოლ ფულს სთავაზობს. „სი ენ ენის“ ინფორმაციით, კომპანია ეძებს მოხალისეებს, რომლებსაც ფულს გადაუხდის იმისათვის, რომ დღის განმავლობაში დაიძინონ.

კვლევის მიზანია დადგინდეს, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს დღისით ძილს და რა ზეგავლენას ახდენს ის მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში მოხალისეები 30 დღის განმავლობაში სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას. კვლევის შედეგად დადგინდება, თუ რამდენი საათი ძილია საჭირო დღე-ღამეში დასასვენებლად, ასევე რა გავლენის მოხდენა შეუძლია დღის საათებში ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე.

საინტერესოა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის კარგად ცოდნა, რათა მოხალისეებს მკვლევრებისთვის სწორი მონაცემების მიწოდება შეეძლოთ საკუთარ ძილის რეჟიმთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მოთხოვნა ასაკია – მოხალისეები 18+ წლის ასაკის უნდა იყვნენ.

აპლიკანტებს განაცხადის გაკეთება კომპანიის ვებ-გვერდზე, სპეციალური ფორმის შევსების საშუალებით, 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g