LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული მედია დარწმუნებულია, რომ ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპების დაბადებამდე დაშორდებიან

42

ხმები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ბიონსესა და ჯეი-ზის შესაძლო დაშორების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა. თუმცა ცოტა ხნის წინ გაჟღერებულმა ინფორმაციამ ბიონსეს ორსულობის შესახებ, თითქოს ამ ჭორებს საფუძველი მოაკლო. მითუმეტეს, რომ ბედნიერი ბიონსე ხშირად აზიარებს ფოტოებს.

ამერიკული მედია ირწმუნება, რომ წყვილის დაშორება მხოლოდ დროის ამბავია და ის არც ისე შორს არის.

ინსაიდერის მტკიცებით, ბიონსე განქორწინებისთვის სასამართლოს პატარების დაბადებამდე მიმართავს. ცნობილი ხდება, რომ მომღერალი ვერ პატიობს მეუღლეს ღალატს და მასთან ერთად ცხოვრება აღარ სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები