LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მიმართ ინტერესი მძაფრდება

75

„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ შემქმნელები სერიალის მიმართ ინტერესს სულ უფრო ამძაფრებენ. ცნობილია, რომ ახალ ნაწილში ცნობილი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის ისტორია იქნება მოთხრობილი. ამ დღეებში ქსელში გაჩნდა მორიგი პოსტერი პენელოპა კრუსის მონაწილეობით, რომელიც ჯანის დის, დონატელას როლს ასრულებს.

გამოქვეყნდა თიზერიც, სადაც პენელოპა მაიამიში, გარდაცვლილი ძმის სახლის კიბეებს კოცნის – ადგილს, სადაც 1997 წლის 15 ივლისს ის მოკლეს. შეგახსენებთ, რომ ვერსაჩეს მკვლელის, ენდრიუ კიუნენის როლს დარენ კრისი ასრულებს, თავად მოდელიორისას – ედგარ რამირესი, ხოლო მოდის სახლის დამაარსებლის საყვარლის, ანტონიო დ’ამიკოს როლში კი რიკი მარტინი მოგვევლინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g