LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სუსტი ნერვები გაქვთ, „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ახალი თრეილერი არ ნახოთ (ვიდეო)

275
american-horor-story

29 ივლისს ქსელში პოპულარული ამერიკული სერიალის „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეცხრე სეზონის პირველი თრეილერი გავრცელდა. ახალი სეზონის სახელწოდებაა „1984“ და ის 80-იანი წლების ლეგენდარული ფილმების მიხედვით გადაიღეს. ეს ფილმებია „პარასკევი 13“ , „მძინარე ბანაკი“ და „ტეხასური ხოცვა-ჟლეტვა ბენზოხერხით“.

სიუჟეტის მიხედვით, მეგობრები ბანაკში დასასვენებლად მიემგზავრებიან და მათზე ნადირობას მანიაკი იწყებს. უკვე ცნობილია, რომ სერიალის ახალ სეზონში არ ითამაშებს სარა პოლსონი. სამაგიეროდ წინა სეზონების მსგავსად, ვიხილავთ ემა რობერტს, კოდი ფერნს, ანჯელა ბასეტსა და სხვა ვარსკვლავებს. სერიალის პრემიერა 18 სექტემბერს დაიგეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები