LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

197
Untitled design (11)

„ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში,“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ  დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

„ჩვენ გვაქვს შეშფოთებები. ჩვენ გვაქვს ღრმა შეშფოთებები. გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.

ჩვენ ეს შეშფოთებები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღვწიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ ეფუძნება რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება FARA-ს, აშკარად მცდარია. ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონმდებლობას“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთან, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g