LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ამიერიდან მას დავუძახებ გასაბერ ზვიგენს” – ნიკა გვარამია

573
ნიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის საქმეზე კვირაში ორი პროცესი ჩაინიშნა, რაც მისი თქმით, არხის პარალიზებას ნიშნავს.

„დღეს სასამართლო სხდომაზე, მოსამართლედ წოდებულმა, კაცმა რომელმაც რეალურად იქ იმყოფება იმისთვის, რომ დასაჯოს მოაზროვნენი, დასაჯოს ისინი ვინც ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, გიორგი არევაძემ, რომელიც ყველაფერია მოსამართლის გარდა და მე ამიერიდან დავუძახებ გასაბერ ზვიგენს, ივანიშვილის გასაბერ ზვიგენს და არავითარ შემთხვევაში მოსამართლეს, გააკეთა ყველაფერი, რომ ეჩვენებინა ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რომ ის ეწევა არა სამართალს, არამედ სადამსჯელო ღონისძიებას.

7 თუ 8 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს კვირაში ორი პროცესის ჩანიშვნას, რაც გარდა უტყუარად იმის მტკიცებისა, რომ მოსამართლე აპირებს სასწრაფოდ ამ პროცესის დასრულებას, ეს ნიშნავს იმას, რომ

ეს ტელევიზია იქნება პარალიზებული და მას არ ეყოლება ხელმძღვანელი.

ეს სრულიად ცინიკურად იქნა პასუხგაცემული მოსამართლის მიერ და ჩემს შეპასუხებაზე მან უბრალოდ გამომაძევა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“, – ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g