LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიერიდან ყველა ბავშვს დავეხმარებით, ვინც „მგლის ხახით“ დაიბადა და მკურნალობის ფული არ აქვს  – ჯანლუკა ვაკის ემოციური ინტერვიუ

5887
gianluca201225

გუშინ ინტერნეტში იტალიელი მილიონერის, ჯანლუკა ვაკისა და მისი რჩეულის, შენონ ფონსეკას ქალიშვილის ახალი ფოტოები გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ პატარა ბლუ იერუსალიმი მგლის ხახის პათოლოგიით დაიბადა და მალე მას ოპერაცია ჩაუტარდება. დღეს კი წყვილის ახალ ფოტოებს საოჯახო ინტერიერიდან ესპანური გამოცემა ,,ჰოლა” აქვეყნებს. ვაკი და ფონსეკა გამოცემას გულახდილს ინტერვიუს აძლევენ, საუბრობენ ახალ გამოწვევებზე და იმაზე, როგორ ემზადებიან პატარას ოპერაციისთვის.

ჩვენი გოგონა „მგლის ხახით“ დაიბადა – ჯანლუკა ვაკი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

„როდესაც გავიგეთ, რომ ბლუ იერუსალიმი ამ პრობლემით დაიბადა, ორივე შოკში ვიყავთ. ის ასეთი პატარაა და მას ურთულესი ოპერაცია ელის წინ, ეს დიდი სტრესია ჩვენთვის, სამაგიეროდ მზად ვართ უფრო დიდი გამოწვევებისთვის, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა ფონდთან, რომელიც ამ პრობლემით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ამიერიდან ყველა ბავშვს დავეხმარებით, ვინც „მგლის ხახით“ დაიბადა“ –  ამბობს ვაკი ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g