LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრებიდან “ბევრის მოსაზრებას ენდობა”

95
2100201D-969F-4307-8E72-45D12652E76C_w1200_r1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი რამდენიმე კონსილიუმის წევრებიდან “ბევრის მოსაზრებას ენდობა”.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მან არ იცის როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„არ ვიცი, რეალურად დღეს როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე, როგორც თქვენ, ამას ვისმენ ​ტელევიზიით. როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ჩემს კოლეგებს, ექიმებს ეთქმით.

როგორც ექიმს, მე ბატონი მიხეილი არ მინახავს. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ახლოს ვიცნობ, დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ღირსებას. ყველას არ ვიცნობ, ვინც გამოდის ტელევიზორით. ბევრს ვიცნობ, ვენდობი მათ ცოდნას, ღირსებას. იქ რამდენიმე კონსილიუმი იყო და მე თითქმის ყველა კონსილიუმის ექიმს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრი ჩემი თაობისაა და ერთად გვიმუშავია. ბევრს მე ვენდობი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g