დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ომიკრონის“ რეინფიცირება ჯერ საქართველოში ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ასეთი შემთხვევები იყოს.
„ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევა ჯერ ჩვენთან ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, იმიტომ, რომ ლაბორატორიულად ყველა ტესტი შტამის გასარკვევად არ იგზავნება. შესაძლებელია, რომ იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს
გაბუნია: პიკის ფაზაში ვართ, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 210 000 აღწევს
