LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: მესამე დოზა აუცილებელი იქნება, არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც

437
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელმა ამირან გამყრელიძემ ე.წ. ბუსტერდოზების გაკეთების აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მესამე დოზის გაკეთება აუცილებელი იქნება და შესაძლოა, მეოთხე დოზის გამოყენების საკითხიც დადგეს.

საქართველოში “ბუსტერ დოზით” 31 256 ადამიანია აცრილი

„პირველი მტკიცებულებები „ფაიზერმა“ დადო, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოთ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება „ფაიზერი“, დანარჩენია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი

ამირან გამყრელიძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით “ომიკრონის” შტამი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები