LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით “ომიკრონის” შტამი

214
78-4-4-4

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით ეს შტამი, ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია,”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ომიკრონის” შტამთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

საქართველოში “ბუსტერ დოზით” 31 256 ადამიანია აცრილი

“სტაბილიზაციაზე ვისაუბრებთ, როცა ჩამოვცილდებით 1 000-ს, გვექნება რამდენიმე ასეული შემთხვევა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოვა 20-ის ქვემოთ. ახალ შტამთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, მაგრამ საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს.

ერთია დამამშვიდებელი, რაც გუშინ განცხადება იყო სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის, უკვე ამ დაკვირვების მანძილზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები. ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით ეს შტამი, ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია,”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები