დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ე.წ საბურთალოს კლასტერის შესახებ ისაუბრა, რომელიც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისგან შედგება.
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მედიკოსი იყო, რომლისგანაც კორონავირუსი ოჯახის წევრებს გადაედოთ.
“კონტაქტების კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ეს არის ახალი ე.წ კლასტერი. ისინი ერთი ოჯახის წევრები და მათი ძალიან ახლო კონტაქტები არიან.
ვფიქრობთ ინფიცირების პირველადი წყარო ჩემი კოლეგაა და მისგან გავრცელდა ოჯახში და ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მიმდინარეობს კვლევა.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმასაც, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის მოკვლევა. ყველა მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანე”, – განმარტა გამყრელიძემ.