LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძის განმარტება – რა შემთხვევაშია შესაძლებელი სკოლებში დასწრებული სწავლება დაიწყოს

382
ამირან გამყრელიძე

“უსაფრთხო სკოლებს ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია დასწრებული სწავლება დაიწყოს.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათი მონაცემებით, აცრილია სკოლის პედაგოგების 30%-ი, ხოლო განათლების სამინისტროს მონაცემებით ეს მაჩვენებელი 40 %-ია:

“ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე.” – თქვა გამყრელიძემ.

mazda magti 5g