უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს.
ამის შესახებ არახამია „ტელეგრამში“ წერს.
როგორც არახამია წერს, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, – წერს დავით არახამია .
ემანუელ მაკრონი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საუბრობს