LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამისთანა ღვთისმოსავი მთავრობა ჯერ არ ყოლია და ალბათ არც მომავალში ეყოლება საქართველოს! რატომ?” 

0eaa47d0d32d479f6073a0b96be7d08e_thumb

ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, გია ჭანტურიას ყოფილი მეუღლე და თანამებრძოლი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

“მოკლედ, ჩემო კეთილო ხალხო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ერთ დასკვნამდე მივედი: ამისთანა ღვთისმოსავი მთავრობა ჯერ არ ყოლია და ალბათ არც მომავალში ეყოლება საქართველოს! რატომ?
წყლის მოშვებამდე უნდა ილოცო რო გაზმა არ გაჟონოს წყლის მილში;
წყალს სანამ დალევ მამაო ჩვენო უნდა თქვა ემანდ ფეკალია არ იყოს შემოპარული და არ მოგწამლოს;
თითო მრწამსი ყოველი შუქის ანთებისას აუცილებელია;
ჭამის წინ რამდენლუკმიანი საჭმელიცაა იმდენჯერ უფალო შეგვიწყალენ უნდა დეიძახო რო ვადაგასული დავირთხული და დამიკრობებული თუა პური შენი არსობისა, ვერაფერი დაგაკლოს;
ქუჩაში სანამ გახვალ სამჯერ ალილუიას ძახილით სადარბაზოში წრე უნდა დაარტყა ვინმე თავს რო დეგესხას, აგრეთვე ვირუსების გასანეიტრალებლად;
ტყნაურის წინ მარტო კი არ უნდა დეიბანო და დეივარცხნო, მეტანიებიც უნდა გლიჯო ხმამაღალი შეძახილით ღმერთო ჩამისახე ბოვშვი – თუ გიღებენ ამას რო პატიოსანი ქალები ნახავენ გული მოულბებათ და ბოზი კია მარა მარტო სიამოვნებოსთვის კი არ ეძლეოდა მამრსო – ასე შეღავათიანად გაგლანძღავენ…

არც ერთი ხელისუფლება არ მახსენდება ასე ყოველ წამს და ყველაფერზე ღმერთის ხსენებაში რო ვყოფილიყავით ხოდა იცი რას გეტყვი ერო ჩემო??? ნუ იქნები უმადური, დაინახე ყველაფერში პოზიტივი და იმისათვისაც მზად იყავი რომ ოდესმე უფალი მხარზე ხელს მოგითათუნებს და გაიღიმე ფარული კამერააო გეტყვის , ე მაშინ ხარ ცოდო! – წერს ირინა სარიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g