LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამით დავაზიანებთ ჩვეულებრივ გლეხს, რომ პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს, თუნდაც რუსულ ბაზარზე – კალაძე რუსეთის წინააღმდეგ საქნციებზე

155
კახა-კალაძე-3

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, ამით რუსეთის ეკონომიკას კი არ დააზიანებს, არამედ საკუთარ ხალხს და ქართულ ეკონომიკას.

მისი თქმით, სახელმწიფო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.

„რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, ძალიან მარტივია ამ მაჩვენებლების ნახვა, რომ ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ და თქვენ შემდეგ, თქვენდაუნებურად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივია ამ მაჩვენებლების ნახვა, თუ რა სავაჭრო-ურთიერთობები აქვს საქართველოს რუსეთთან და ნახოთ, რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს ევროპულ ქვეყნებს რუსეთთან.

„რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა“ – ირაკლი კობახიძე

რაც შეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს, სანქციების შეერთება-არშეერთებას, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. როდესაც მოგვიწოდებენ სანქციების შეერთებისკენ, ვიცით, რომ ამით დავაზიანებთ ჩვეულებრივ გლეხს, მშრომელ ადამიანს, ვინც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც პროდუქცია შექმნას და შემდეგ ამის რეალიზაცია მოახდინოს, თუნდაც რუსულ ბაზარზე. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, როდესაც ამით შემოსავალს იღებს ქართველი გლეხი, ქართული ბიზნესი და რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ ეკონომიკაში შემოსული თანხები? შესაბამისად, თუ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომ ამ სანქციებს ვუერთდებით, რუსეთის ეკონომიკას კი არ დავაზიანებთ, საკუთარ ხალხს და ქართულ ეკონომიკას დავაზიანებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.