LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამორალურია, რომ ადამიანს, რომელიც რაკეტებს ესვრის უკრაინელ ბავშვებს, საშუალება მივცეთ ცოლ-შვილი საქართველოში გამოუშვას – საბა კიკნაძე

422
ipiccy-image

ამორალურია, რომ ადამიანს, რომელიც რაკეტებს ესვრის უკრაინელ ბავშვებს, საშუალება მივცეთ ცოლ-შვილი საქართველოში გამოუშვას და თავად მშვიდად შეუტიოს უდანაშაულო ხალხს, – ამის შესახებ Caucasus Travel-ის დირექტორმა, საბა კიკნაძემ გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, რუსეთიდან საქართველოში გაზრდილი დაინტერესების შესაჩერებლად და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სავიზო რეჟიმის დაწესება ერთ-ერთი კარგი გამოსავალია.

„ტუროპერატორები არ არიან პირველი მისამართი, როცა რუსები ცდილობენ გაექცნენ რეჟიმს და თავი შეაფარონ უკეთეს ქვეყანას. ძირითადად ისინი პირდაპირ სასტუმროებისგან ცდილობენ მომსახურების მიღებას. ვიზა ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, ვინაიდან სახელმწიფო იმისთვის გვყავს, რომ გაარჩიოს თეთრი შავისგან ვიზის გაცემის დროს“, – განაცხადა საბა კიკნაძემ “ანალიტიკაში”.

რაც შეხება ბიზნესს, Caucasus Travel-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ ბიზნესმა უნდა უნდა გადაწყვიტოს ურჩევნია იცხოვროს ღირსეულად და ნაკლები თანხით, თუ მეტი ფული იშოვოს და მოემსახუროს ამ ადამიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g