ჰოლანდიის ავიახაზებმა 20 ქვეყნის წარმომადგენელი ტურისტები ერთი სუფრის გარშემო დასვა. ამსტერდამის აეროპორტში ძალიან საინტერესო საშობაო აქცია გაიმართა. ავიაკომპანია KLM-ის წარმომადგენლებმა 4,5 მეტრის სიმაღლეზე ულამაზესად გაფორმებული მაგიდა დაამონტაჟეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მაგიდა სტანდარტულ სიმაღლეზე მხოლოდ მაშინ დაეშვა, როცა მის გარშემო ყველა ადგილი დაიკავეს. შედეგად, საზეიმო ტრაპეზში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ათობით მგზავრი მონაწილეობდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, მათი მიზანი ადამიანების დაახლოება იყო. მათ სურდათ, რომ ტურისტებს გაჯეტები ცოტა ხნით გვერდით გადაედოთ და ახალი ნაცნობები გაეჩინათ.