მომდევნო 48 საათში ( 10-11 მარტი ) საქართველოში ყველა ტიპის საწვავი გაძვირდება, საშუალოდ, 18-24 თეთრით – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს.
მისი თქმით, ექსტრაპოლაციაში ზრდის ტენდენცია გაგრძელდება მაისის შუა რიცხვებამდე და საწვავის ფასი იმერყევებს კატეგორიების მიხედვით 4 ლარიდან 4.5 ლარამდე (1 ლიტრი).
„საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი დასტაბილურებას და გაიაფებას დაიწყებს ივნისის ბოლოდან (არსებული დინამიკის გათვალისწინებით). მარტივი მოცემულობაა: ან მთავრობა აუქმებს აქციზის გადასახადს და დღგ ჩამოჰყავს 10%-ზე საწვავზე და ან უბრალოდ, ადამიანები მივდივართ ეტაპობრივ გაკოტრებამდე“, – აღნიშნავს ოთო აბესაძე.