LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ახვლედიანი„ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ – ვის უწოდებს ქართველი მოდელი მარიონეტებს

863

ქართველი მოდელი ანა ახვლედიანი „არჩევანის“ გუშინდელ ეთერს საკმაოდ ვრცელი სტატუსით ეხმაურება, რომელსაც „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს. მოდელი თავად საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ წერს, რომ პოლიტიკური სიტუაცია ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მისი სტატუსი ძალიან გასაკვირია, ვინაიდან აქამდე მოდელს არასდროს გამოუთქვამს პოლიტიკური მოსაზრებები.

„ზოგადად თავს ვარიდებ ხოლმე მსგავსი თემების განხილვას ინტერნეტში და მით უმეტეს, ამ თემების შესახებ პოსტების წერას, მაგრამ საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია ყოველგვარ ფარგლებს სცდება. ვგულისხმობ გუშინდელ აქციას და შემდეგ გაკეთებულ გადაცემას „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომელიც სრული კრახით დასრულდა „ნაციონალებისთვის“ და ასევე „რუსთავი 2“-ის ტელევიზიისთვის.

ხაზი მინდა გავუსვა იმ ოთხ ადამიანს, რომელსაც „ჟურნალისტი“ ჰქვია. რამხელა ცინიზმს და აგრესიას ავლენდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ, როგორი ავადმყოფური მიმიკები ჰქონდათ, უაზრო თვალების ცეცება, მარიონეტები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ბრალია, რომ ასე თამამად და თავდაჯერებით საუბრობენ პირდაპირ ეთერში და კვლავ გვიწევს იმის მოსმენა, რომ თურმე ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი პოლიტპატიმრები ყოფილან. ეს არის უდიდესი სირცხვილი, რომ „რუსთავი 2“ ამ გვარებს არგუმენტად იყენებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ბრალს სდებს მათ ამ ადამიანების დევნაში. სირცხვილია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დგას და ამბობს, რომ ის კვლავ მოვა ხელისუფელაბში იმ ყველაფერის მერე, რაც მან საქართველოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. სირცხვილია გუშინდელი აქციაც, რომელიც მართლა მასკარადს ჰგავდა. ჩვენი დიდი სირცხვილია ის ფაქტიც და ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ გულით მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც მიზერული თანხის გამო აქციაზე რაიონებიდან ჩამოჰყვა ამ პარტიას.

საბოლოოდ კი იმის თქმა შემიძლია, რომ თითეული ჩვენგანის სირცხვილია, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, იმიტომ რომ ისევ ჩვენი უმოქმედობისა და დუმილის ბრალია, რომ „ნაციონალები“ კვლავ იღებენ ხმას და ცდილობენ ძველი დროის უკან დაბრუნებას.

ძვირფასო მიმდევრებო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში და ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრათ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან შევძლოთ და დავასრულოთ მათი ბინძური ისტორია!..“ – აღნიშნავს ანა ახვლედიანი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატუსში.

455

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g