პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური ეხმიანება.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია:
„ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას პერსონალური კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. ამასწინათ იყო გავრცელებული რაღაც „ფეიკი“, რომ ვიღაც შალელაშვილი ქმნის რაღაც პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო. ტყუილია, ხალხო, ტყუილი. ხომ არ შეიძლება, ერთი და იგივე კითხვა დასვათ? ყოველ ჯერზე მე გიპასუხებთ, რომ ეს არის ტყუილი და ყალბი ინფორმაცია.
„ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ წითელ ხაზებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც შეეხება „ლელოს“, „ლელოსთან“ დაკავშირებით ასევე იცით ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ „განაცდნენ“. თუ რამე შეიცვლება ჩვენგან გაიგებთ ამ ინფორმაციას, სხვების ტყუილს ნუ ავრცელებთ, ძალიან გთხოვთ”, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.