LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: “ის, რომ რეზოლუციის ტექსტში მიხეილ სააკაშვილი მოხვდა იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხვდა, ამაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელი არის “ქართული ოცნება”, ვერ აუხსნიათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუ რატომ იხდის სააკაშვილი სასჯელს”

62
BeFunky-collage

“ქართულ ოცნებას” ვერ აუხსნია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუ რატომ იხდის სააკაშვილი სასჯელს,” – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” შეეძლო გამოეყენებინა საერთაშორისო ტრიბუნა და თუნდაც, ზეპირსიტყვიერად დაეფიქსირებინა, რომ კონკრეტული მე-4 შესწორება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ იყო მისთვის მისაღები.

უსამართლო ჩანაწერია, 600-კაციან ასამბლეაში 56 ხმით შეაპარეს რაღაც ცვლილება, რომელშიც სააკაშვილია მოხსენიებული – კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე

„ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი“ – რა წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში

„ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის პოზიცია, მე მგონი, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენი გუნდის პოლიტიკური წარსულიც კარგად არის ცნობილი.

ჩვენ ვთვლით, რომ ბატონ სააკაშვილთან გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს. ყველას კარგად გვახსოვს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება.

ის, რომ რეზოლუციის ტექსტში მიხეილ სააკაშვილი მოხვდა იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხვდა, ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელი არის “ქართული ოცნება.”

ამას მარტივი ახსნა აქვს. ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთი მოკავშირეც არ დაეტოვებინა, მათ შორის ევროკავშირში.

უკრაინაში ომის დაწყებიდან “ქართული ოცნება” დაკავებულია თავდასხმებით ევროკავშირის წარმომადგენლებზე, ევრო პარლამენტარებზე, აშშ-ს ელჩზე…ისინი ამაზე ხარჯავენ ძალიან დიდ დროსა და ენერგიას, იმის ნაცვლად, რომ, პირიქით, გააძლიერონ მოკავშირეებთან ურთიერთობა.

“ქართულ ოცნებას” ვერ აუხსნია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მისი ნაწილისთვის, თუ რატომ იხდის სააკაშვილი სასჯელს.

რაც შეეხება მხარდაჭერის საკითხს, რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ იმ მიზეზით რა მიზეზზეც უკვე ვისაუბრეთ, მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას. ეს რეზოლუციის ტექსტი კარგად გვესმის ყველას რამდენად მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, პოლიტიკურად არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, შეეძლო ქართულ ოცნებას გამოეყენებინა საერთაშორისო ტრიბუნა და მაგალითად, თუნდაც, ზეპირსიტყვიერად დაეფიქსირებინა, რომ ეს კონკრეტული მე-4 შესწორება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ იყო მისთვის მისაღები.

პოლიტიკურად ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, რომ შენი პოზიცია დააფიქსირო.

ვიღაცაზე თითის გაშვერა, რატომ მოხვდა სააკაშვილი ამ რეზოლუციაში, ესეც აბსურდია იმიტომ, რომ მათი ბრალია, თავიანთ თავს მოკითხონ რატომ მოხვდა სააკაშვილი რეზოლუციაში.

“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად აისახება რეზოლუციის მხარის არდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოზიციაზე ანა ბუჩუკურმა განმარტა:

ეს უფრო გლობალური თემაა ვიდრე, ეს ერთი რეზოლუცია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა.

ეს რიტორიკა, ნარატივი, რასაც ისინი ავითარებენ თითქოს, საქართველო ისჯება იმის გამო, რომ ვიღაცას მისი ომში ჩართვა უნდოდა და ამ ვიღაცაში დასავლეთს გულისხმობენ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ძალიან დიდ რისკებს ქმნის საგარეო თვალსაზრისით და რას ვგულისხმობ.

თუ კი რამე ჩვენს ქვეყანას მართლა იცავს ომისგან, თუკი ვინმე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს ესენი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროკავშირი. ქართული ოცნება კი პირიქით, მათთან დაპირისპირებით არის დაკავებული.

მათი პოლიტიკა აზიანებს ქვეყნის ინტერესებს,” – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g