პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს.
მისივე ცნობით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება.
„დღეს, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება (საგამოძიებო მოქმედება).
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გიორგი გახარიას სახლში ეწვია
პარტიის გავრცელებული ინფორმაციაშიის თანახმად, შეხვედრისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიას გამოკითხვა მოხდება რამდენიმე დღეში საგამოძიებო ორგანოში გამოძიების თხოვნის შესაბამისად.“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.