LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: კლანის მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო

147
ანა

„კლანის მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო. სისტემას, რომელიც დგას მორჩილებაზე და არა კომპეტენციაზე, ყოველთვის აქვს დასასრული,“ – ასე შეაფასა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ანა დოლიძემ 16 მოსამართლის მიერ იმ  წერილზე გამიჯვნა,  რაც მოსამართლეების ერთმა ნაწილმა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გაავრცელეს.

„16 მოსამართლის მიერ კლანის წინააღმდეგ წასვლა, არის ბრწყინვალე და დამაიმედებელი ტენდენცია. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მოსამართლეთა გარკვეული გაერთიანება ხმას იმაღლებს და უპირისპირდება მმართველ ტენდენციებს, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ამ სისტემაში გაზაფხული მოახლოვდა. მანამდე ჩვენ ნანახი გვქონდა ერთი-ორი უკმაყოფილო განცხადება, რომელიც უფრო სიგნალი იყო, რომ სასამართლოში არის ხალხი, რომლებიც  უკმაყოფილონი არიან. მთავარი ფაქტორი აქ, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც არ აპირებენ უკან დახევას.

ისინი ჩვენ სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში მილიონობით დოლარს და ევროს დებდნენ. ამ პერიოდში სასამართლოს ფარგლებში გამოიზარდა კომპეტენტური კადრები, რომლებსაც კლანი გასაქანს არ აძლევს.  ეს მოსამართლეები, რომლებიც დღეს პროტესტს აფიქსირებენ, გამორჩეულად კომპეტენტური კადრებია. როგორც ჩანს, კლანმა ისეთი რაღაც გააკეთა, იმდენად პარანოიდულ ეტაპს მიაღწიეს, რომ ადამიანებმა ხმის ამოღება დაიწყეს. კლანის მიერ მართული სასამართლო სისტემის რღვევა დაიწყო. სისტემას, რომელიც დგას მორჩილებაზე და არა კომპეტენციაზე, ყოველთვის აქვს დასასრული“. – აცხადებს ანა დოლიძე.

ვემიჯნებით პოლიტიკური შინაარსის ნებისმიერ განცხადებას – სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას 9 მოსამართლე არ იზიარებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები