LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: „როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი – ჩვენ დავუპირისპირებთ იმ ეროვნულ სამოსს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ერთ დროს“

113
ანა დოლიძე

„როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი“, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ,,ქართული ოცნების” ინიციატივას, რომელიც აირწინაღების აკრძალვას გულისხმობს.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ აირწინაღების აკრძალვა რუსული ხელწერის გაგრძელებაა.

„საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის ამოცანა არის, აიკრძალოს სახის დამცავი საშუალებები, მათ შორის, აირწინაღები, რაც არის რუსული ხელწერა. ამას ჩვენ დავუპირისპირებთ იმ ეროვნულ სამოსს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ერთ დროს.

რუსი „ბოქაულებისგან“ საფრთხედ მიიჩნეოდა ყაბალახი, რომელიც იმ დროს ცუდი ამინდისგან დამცავი თავსაბურავი იყო.

რუსული ხელწერის გაგრძელებაა აირწინაღების აკრძალვა, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობის დასაცავად სჭირდებათ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

რამდენი იქნება ჯარიმა პიროტექნიკის შემოტანა – რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში

როგორც ყაბალახს ებრძოდნენ რუსი ბოქაულები, ისე დღეს აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი. #ყაბალახი

Posted by ანა დოლიძე / Anna Dolidze on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g