LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძის ფეისბუქგვერდზე კიბერშეტევები განხორციელდა – თბილისის მერობის კანდიდატი გენერალურ პროკურორს მიმართავს

92
ანა დოლიძე

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის პირად ფეისბუკ-გვერდზე გუშინ რამდენჯერმე კიბერშეტევა განხორციელდა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ოფიციალური განცხადებით მიმართა და მის სოციალურ ქსელზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ჩემ სოციალურ ქსელში, უცხო პირის მიერ რამდენიმე განხორციელდა შეღწევის მცდელობა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ – პირადი სახის ინფორმაციის მოპოვების, თვალთვალის თუ სხვა ხერხებით. მათ შორისაა, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, გულაშვილის მიერ საჯაროდ მოყოლილი ფაქტები, სადაც ჩემს სახლში სათვალთვალო მოწყობილობის დაყენების შესახებ იყო საუბარი. ყველა ფაქტზე მოთხოვნილი მაქვს გამოძიების დაწყება, მაგრამ დღემდე არც ერთს შედეგი არ მოჰყოლია.

დღეს შოთაძის უწყებას კიდევ ერთხელ მივმართავ, დაიცვას ჩემი, როგორც მოქალაქის პირადი ცხოვრება, უფლებები და გამოიძიოს განხორციელებული კიბერშეტევა.

ჩემი აზრით, ეს პროცესები უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამიტომ მოვითხოვ, პროკურატურამ უზრუნველყოს თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემო. მე როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, არ მაქვს ელემენტარული უსაფრთხოება, რომ ჩემი პირადი და საქმიანი მიმოწერა იყოს დაცული. ფაქტია, საქართველოში დღეს არც პოლიტიკური სუბიექტების და არც ჩვეულებრივი მოქალაქეების პერსონალური უსაფრთხოება დაცული არაა, ამიტომ ამ სიტუაციაში, ვერ ვისაუბრებთ სამართლიან და დაცულ საარჩევნო გარემოზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g