LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ფრანკი შალკეს მაისურში გამოაწყვეს: გერმანიაში იტალიელ ულტრასებს მიბაძეს

124

გერმანელმა ხულიგნებმა ”ლაციოს” ფანებს მიბაძეს და ანა ფრანკის სტიკერები გაავრცელეს, რომლებზეც იგი ”შალკეს” ფორმაშია გამოწყობილი.

70 წლის შემდეგ გერმანელებსა და იტალიელებს კიდევ ბევრი საერთო აქვთ.

გერმანელებმა ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოუცხადეს იტალიელ ულტრასებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ანა ფრანკი ”რომას” ფორმაში გამოაწყვეს.

ანა ფრანკის სტიკერები ამჯერად დორტმუნდის ”ბორუსიას” ფანებმა გამოიყენეს, თუმცა სტიკერების დამზადებასთან მათი კავშირი დადასტურებული არ არის.

ანა ფრანკი საკონცენტრაციო ბანაკში 15 წლის ასაკში, 1945 წელს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი დღიური გამოქვეყნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g