LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა გაბეჩავამ 5 ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა: ყველა კითხვას პასუხი გავეცი

189
ანა გაბეჩავა

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის საქმეზე ანა გაბეჩავას დაკითხვა დასრულდა. დაკითხვიდან გამოსულმა ანა გაბეჩავამ განაცხადა, რომ მან სასამართლოში დასმულ ყველა შეკითხვას პასუხი გასცა და დასძინა, რომ გაბეჩავას განმარტებით, მან გარკვეული პირების იდენტიფიცირება მოახდინა.

“სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც აინტერესებდა, რა კითხვებიც იყო დასმული, ყველას გავეცი პასუხი”.- განაცხადა გაბეჩავამ  დაკითხვის შემდეგ.

საქმის პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის განმარტებით, გაბეჩავამ წვეულებაზე განვითარებულ მოვლენებთან და იმ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც შეესწრო.

პროკურორის თქმითვე, გაბეჩავამ 5 ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა და მათი სახელები და გვარები დაასახელა. საუბარია, “მერსედესის” მგზავრებზე.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ  ანა გაბეჩავას დღეს სასამართლოში ახალი ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

შაქარაშვილს მინიმუმ 9 დაზიანება მიღებული აქვს ფეხის, ხელის ან ბლაგვი საგნებით – პროკურატურა კომისიურ დასკნას აქვეყნებს

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვნებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე : “ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებული ამოიცნო”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g