ტელესახე ანი გიუნტერი პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკის“ მიერ დასმულ კითხვას ასე პასუხობს:
„თუ ჩემს პირად ცხოვრებაში კონკრეტიკა გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს ორი ადამიანის ურთიერთობაა. როგორც „ფეისბუქი“ იყო, არის და იქნება უფასო, ასევე ანი გიუნტერის წარსული, აწმყო და მომავალი, სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, დარჩება ორ ადამიანს შორის.
მივა თქვენი ახლანდელი სიყვარული ოჯახის შექმნამდე?
ეს ყველაფერი სტერეოტიპულია. მე მყავს ოჯახი – ეს ჩემი ორი შვილია. რომ მდომებოდა, ჩემს ოჯახში ყოფილიყო კაცი, იქნებოდა კიდეც. ცხოვრებაში რაც მინდა, ყოველთვის მაქვს…“