LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ჯავახიშვილი: „შვილის გაჩენა ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობა კი არა, ყველაზე სახიფათო რისკია…“

281
ანა ჯავახიშვილი

პოეტი, განათლების სპეციალისტი, ოთხი შვილის დედა, ანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რა სირთულეებთან უწევთ საქართველოში მშობლებს გამკლავება:

„ატყობ შვილს, რომ რაღაც განსაკუთრებული მისწრაფებები აქვს. ხედავ, რომ მას მხოლოდ ეს რაღაც აინტერესებს და მხოლოდ ამაზე ფიქრობს, მაგრამ ხელს ვერ უწყობ ვერანაირად, იმიტომ, რომ ნეტავ საარსებო მინიმუმი შეგაძლებინა…

საჭმელს ყიდულობ შვილისთვის, რასაც ჰქვია ცეცხლის ფასად და თან იცი, რომ არაფერი კვებითი ღირებულება მასში არ არის, პირიქით ზოგჯერ საზიანო უფროა  და რაც სასარგებლოა, იმას ვერ სწვდები.

ავად გაგიხდება შვილი და გული გისკდება. მაშინვე საშინელი ფიქრები მოგდის – ფული არ გეყოფა, ექიმებს კომპეტენცია არ ეყოფათ, დაგაგვიანდება, რამე გამოგრჩება…

ღმერთმა არ ქნას, სასამართლო დაჭირდა შენს შვილს, კედელზე რაღაც მიაწერა, აქციაზე გამოვიდა, ჩხუბი მოუვიდა…გული გისკდება ფიქრით – გააჩნია ვისი ინტერესია, ვინ მოგისმენს, ვინ დაგიცავს, კომპეტენციას ვინღა ჩივის. პირველი გახსენდება, ლუკა სირაძე…

შატალოზე გაიპარება და გული გისკდება, ისე არ იცელქოს, ისეთ რამეს არ შეეხოს, არ გადაძვრეს, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. გახსენდება პატარა მარიტა..

„ყველაფერი იწყება ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ყველას, ვისაც არ ეზარება და მოუნდება, შეუძლია პატარა ბავშვი ხელში აიყვანოს, მოეფეროს, აკოცოს, ჩაჯუჯგნოს.. ჩვენს შვილებს მაინც ვასწავლოთ, რომ არ უნდა დაელაპარაკონ უცხო ადამიანს“ – ცვატა ბერძენიშვილი

სკოლაში, ან სპორტზე უშვებ ბავშვს და ღმერთმა არ ქნას გადაამოწმო და 5 წუთი დაიგვიანოს, გახსენდება გორში მანიაკის მიერ გაუპატიურებული და მოკლული 9 წლის გოგო…

საღამოს, საქანელაზე საქანაოდ გთხოვს შვილი გასვლას და ვერ გაუშვებ, ეტყვი, რომ ეგრე თამაშობდა პატარა გოგო და მერე ავტოფარეხებში, ხეებში გახლართული უგონოდ იპოვა დედამ და მამამ. და ვერ გადაარჩინეს.

არაფერს არ ვუტრირებ და არც ამ მსხვერპლების სახელებით ვცდილობ, ემოციური გავლენისთვის ქადაგებას.

უბრალოდ, შეშლამდე შეიძლება მიგიყვანოს ამ ფიქრებმა, როცა ამ ქვეყანაში არაფერს წარმოადგენ. ისიც მიფიქრია, რომ შვილის გაჩენა ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობა კი არა,  ყველაზე სახიფათო რისკია.

რისთვის ვირჩევთ ამ ხელისუფლებებს?! რისთვის ვუხდით ამხელა გადასახადებს?! მართლა ჯანმრთელობის ფასად, უმეტესად მონურ ანაზღაურებაზე  ვმუშაობთ და შვილებისთვის არა კვება, არა შესაბამისი განათლება, არა მიმღებლობა,  არა სამართლიანობა, არა სიცოცხლის უსაფრთხოება.

ეს პოლიტიკა კი არა, ადამიანობასთან შეუთავსებელი ბოროტებაა“.

იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“

ვახო სანაია: „მერამდენე ასეთი დილაა – ხან ვაკის პარკში; ხან ბატუტზე; ხან საქანელაზე.. მრავალჯერ დაწერილს ისევ დავწერთ, მრავალჯერ წაკითხულს ისევ წავიკითხავთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g