LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა მარგველაშვილი – „საპრეზიდენტო ვადა რომ იწურება, ძალიან მიხარია…“

152

ანა მარგველაშვილმა ინტერვიუ ჟურნალ „ბომონდს“ მისცა და მისი ფოტო გარეკანზეა განთავსებული. გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი საუბრობს იმის შესახებ, როგორი იქნება რეალობა მას შემდეგ, რაც მამის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

„დაძაბული არაფერში ცარ, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე შეიცვლება. საპრეზიდენტო ვადა რომ იწურება, ძალიან მიხარია. პოლიტიკა მაინც პირადი ანგარიშსწორებისა და ინტრიგების სარბიელი მგონია. ეს განსაკუთრებით აშკარა ხდება, როცა საინფორმაციო საშუალებებს ისმენ. მამის მიმართ გამოთქმულ არასასურველ აზრს ყოველთვის ემოციურად აღვიქვამ, როგორც ყოველთვის, უსამართლოა. ისიც ვიცი, რატომ. აბსოლუტურად ყველა, ნებისმიერი მხარე პრიადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამ დროს ისეთი აგრესია მიჩნდება… ცუდად ვხდები. ეს რომ დასრულდება, მიხარია. დავისვენებ. მისი პოზიცია ნაკლებად ვიცი, არ მიკითხავს, რა ემოციით ტოვებს პრეზიდენტის სავარძელს. ეს მისი საზოგადოებრივი ცხოვრებაა და მისი გადასაწყვეტია. პოლიტიკაზე ჩვენ არასდროს გვისაუბრია. პოლიტიკით თავადაც არ ვარ დიდად დაინტერესებული. ისიც არ ვიცი, შემდგომ რას აპირებს, რისი გაკეთება სურს. ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემ. მე ვიქნები მისი პოზიციის გამტარებელი და ყოველთვის გვერდში ვეყოლები.

რით იყო მომხიბვლელი თქვენთვის პრეზიდენტის ქალიშვილობა? როგორც ჩანს, არასდროს გამოგიყენებიათ ეს სტატუსი, რადგან არ დატოვებდა საზოგადოება უყურადღებოდ…

ისევ მამას პიროვნებიდან გამომდინარე, მისი სტატუსი როგორ უნდა გამომეყენებინა, ვერც კი წარმომიდგენია. მის ირგვლივ, მგონი, არავის გამოუყენებია. არც არავის მოსვლია აზრად არც თავად მისცემდა ამის უფლებას, არავის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g