LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანა, რა ქენით, ჩაეხუტეთ ლევან მურუსიძეს?“ – ანა დოლიძის პასუხი, როცა წამყვანმა საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ დადებული პირობა შეახსენა

237
ანა დოლიძე

ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩის დაწყებამდე, სადაც საქართველოს პორტუგალიას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ქართველმა ქომაგებმა საჯაროდ დადეს პირობები, თუ რას გააკეთებდნენ მოგების შემთხვევაში. მათ შორის ერთ-ერთი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეც არის. მან თქვა, რომ თუ პორტუგალიას საქართველო მოუგებდა, ლევან მურუსიძეს ჩაეხუტებოდა.

„პალიტრანიუსის“ ეთერში პოლიტიკოსმა თქვა, სურდა პირობა შეესრულებინა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მის ზარებს არ პასუხობს.

„ვერ ვიპოვე, მატჩის მეორე დღეს უნდა ყოფილიყო იუსტიციის საბჭოს სხდომა. სხდომა გაუქმდა. მგონი ეს იყო ძალიან კარგი ხუმრობა და ხალხის ნაწილმა გაიგო. თუმცა პირობის შესრულებას ვაპირებ“ – თქვა ანა დოლიძემ და პირდაპირ ეთერში სცადა მასთან დარეკვა, თუმცა მურუსიძემ ზარს კვლავ არ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები