ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩის დაწყებამდე, სადაც საქართველოს პორტუგალიას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ქართველმა ქომაგებმა საჯაროდ დადეს პირობები, თუ რას გააკეთებდნენ მოგების შემთხვევაში. მათ შორის ერთ-ერთი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეც არის. მან თქვა, რომ თუ პორტუგალიას საქართველო მოუგებდა, ლევან მურუსიძეს ჩაეხუტებოდა.
„პალიტრანიუსის“ ეთერში პოლიტიკოსმა თქვა, სურდა პირობა შეესრულებინა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მის ზარებს არ პასუხობს.
„ვერ ვიპოვე, მატჩის მეორე დღეს უნდა ყოფილიყო იუსტიციის საბჭოს სხდომა. სხდომა გაუქმდა. მგონი ეს იყო ძალიან კარგი ხუმრობა და ხალხის ნაწილმა გაიგო. თუმცა პირობის შესრულებას ვაპირებ“ – თქვა ანა დოლიძემ და პირდაპირ ეთერში სცადა მასთან დარეკვა, თუმცა მურუსიძემ ზარს კვლავ არ უპასუხა.