LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა სედოკოვა გამოტყდა, რომ თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებოდა

83

პოპულარული რუსი მომღერლის, ანა სედოკოვას ცხოვრებაში, როგორც იქნა, ნათელი სხივი გაჩნდა. მომღერალი ბედნიერია საყვარელი მამაკაცის, ქორეოგრაფ სერგეი გუმანოვის გვერდით. წყვილი იდეალური ურთიერთობის დემონსტრირებას ახდენს და მთელ თავისუფალ დროს ერთადაც ატარებს. თუმცა, მომღერლის ცხოვრება მუდმივად ასეთი ლაღი და თავისუფალი არ ყოფილა, როგორც თავად ანა აცხადებს, რამდენიმე ხნის წინ თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებოდა…

”ბნელოდა და მე სიცოცხლის სურვილი არ მქონდა. არ ვიცოდი ვინ ვიყავი, რატომ ხედავდნენ ჩემში უცხო ადამიანს. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გზიდან გადავუხვიე. ჩემგან ორი კვარტლის დაშორებით ფანჯარა მოსჩანდა… იქნებ სხვას ვკოცნიდი, ან სხვა სცენარს ვწერდი? ყველაზე მეტად მაცოფებდა ასეთი ფიქრები” – გულახდილად განაცხადა მომღერალმა…

როგორც გამოტყდა, მან თავად დაანგრია ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, რამაც მისი დეპრესიული მდგომარეობა გამოიწვია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ დეპრესიული მდგომარეობა დაეხმარა მას საკუთარი მუსიკალური კარიერის განვითარებაში ”სწორედ ამ პერიოდში დავწერე სიმღერა ”О тебе” რომელმაც შემდგომში დიდი წარმატება მომიტანა” – ამბობს მომღერალი…

ანას გულშემატკივრებმა მომღერლის ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს და მაქსიმალურად ცადეს მისი გამხნევება. მართალია მათი მხარდაჭერა სოც-ქსელში კომენტარებითა და გაზიარებებით გამოიხატა, მაგრამ ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანების უმეტესობა ხვდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები