LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავა: „რა თქმა უნდა, გზა არ გადამიკეტავს და არც ამის მტკიცებულება არსებობს“

309
ანა ტყებუჩავა

„რა თქმა უნდა, გზა არ გადამიკეტავს, როგორც წინა სასამართლო სხდომაზე ვისაუბრე და არც ამის მტკიცებულება არსებობს“, – ამის შესახებ მსახიობმა, ანა ტყებუჩავამ განაცხადა.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე მსახიობმა მისი და მისი მეგობრების წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ისაუბრა და მოლოდინზე ისაუბრა:

ვიდეო: „სასამართლო პროცესზე აღმოვჩნდი აბსურდში, ასე მეგონა სერიალის გადაღებაზე ვიჯექი… განმეორდა იგივე სცენარი, რაც ერთი წლით ადრე იყო ჩვენს სერიალში „ჯეკოს“ სასამართლო პროცესს ვგულისხმობ… იყო ძალიან კომიკური სიტუაცია“ – ნინო გაჩეჩილაძე ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესზე

„რაც შეეხება მოლოდინს, თითქოს უკვე დიდი დრო გავიდა და ჩავლილი ამბავი მგონია, ახლა ველოდები თვითონ ფაქტს, რას იტყვიან.

არ ვიცი, იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც აქამდე ვარსებობდით, იმ ლოგიკაში უკვე აღარ ვართ და შესაბამისად, ამ აბსურდულ ლოგიკაში, ცოტა უნდა ვისაუბრო, ამიტომ, წინასწარ რაც არ უნდა ვთქვა, ასე იქნება თუ ისე, უბრალოდ ფუჭი სიტყვებია.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, როგორც თქვეს, გზა 15-20 წუთით ადრე გადაიკეტა და არის ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ უკვე 20 წუთის შემდეგ, ბევრ ხალხში გადაკეტილ გზაზე ვართ მე და ჩემი მეგობრები.

რა თქმა უნდა, სამართალდამცველების მხრიდან არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, რომ ჩვენ კანონს ვარღვევთ ან ქვეყანას ვატრიალებთ, თორემ მიუხედავად იმისა, თვითონ [პოლიცია] როგორ იქცევა, მე ვცდილობ კანონმროჩილი ვიყო.“ – აღნიშნა ანა ტყებუჩავამ.

ბაჩო ქაჯაია: „მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“

ტყებუჩავა: გზა არ გადამიკეტავს და არც ამის მტკიცებულება არ არსებობს

„გზა არ გადამიკეტავს და არც ამის მტკიცებულება არ არსებობს. სამართალდამცავების მხრიდან არ ყოფილა გაფრთხილება, რომ კანონს ვარღვევდი. მე არ ვიცი კანონს იქითა მხრიდან ვინ როგორ იცავს, მაგრამ ვცდილობ კანონმორჩილი მოქალაქე ვიყო“ — ანა ტყებუჩავა

Posted by Formula • ფორმულა on Monday 10 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g